მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 16 დეკ
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო დღეები: სამშაბათი - კვირა
სამუშაო საათები: 11:00 - 20:00, შესვენება 2 საათი - 13:00 -15:00
ანაზღაურება: 600 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ხარისხის, ვადის, ვიზუალური მხარის კონტროლი.
** წუნდების შემთხვევაში, თაროდან მოხსნა.
** პროდუქციის ფასის კონტროლი, როგორც ფასმანიშნებელზე, ასევე სისტემაში.
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის წარმოდგენა სავაჭრო ობიექტში.
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი და შეკვეთის რაოდენობის რეკომენდაცია.
** გასაყიდი ერთეულებისა და წონის პროდუქციის თაროებზე განლაგება და პრეზენტაცია.
** მომხმარებლისთვის პროდუქციის წარმომავლობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების ახსნა.
** გაყიდვების სტიმულირება.

სამუშაოს აღწერილობა:

დღის პირველი ნახევარი:

** შემოიაროს მის ანგარიშზე მყოფი ყველა ობიექტი. გამოიტანოს საწყობიდან და განათავსოს პროდუქცია მისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, წინასწარ დადგენილი სქემით.
** შეამოწმოს პროდუქტის ხარისხი, ვადა და შეუსაბამობის შემთხვევაში მოახსნევინოს თაროდან.
** საწყობში შეამოწმოს მიმდინარე ნაშთები, პროდუქციის მდგომარეობა, ვადები.

დღის მეორე ნახევარი:

** განმეორებით შემოიაროს ყველა ობიექტი და შეავსოს გაყიდული პროდუქციის რაოდენობები.
** აღწეროს რეალური ნაშთი სამუშაო დროის დამთავრებისას.
** რეკომენდაცია გაუწიოს გამყიდველი ობიექტის კატეგორიის მენეჯერს შეკვეთის გაკეთებისას რაოდენობის და სახეობების კუთხით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@gah.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე