საახალწლო დამხმარე კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საახალწლო დამხმარე კონსულტანტი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 25 დეკ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს, საახალწლო დამხმარე კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

ახლოვდება წინასაახალწლო სამზადისი და ჩვენი კომპანია გთავაზობთ "სპარის" სუპერმარკეტებში დასაქმებას, ახალი წლის წინა პერიოდში, 4 დღის განმავლობაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო დღეები: 28, 29, 30, 31 დეკემბერი;
სამუშაო საათები: დღეში 9 საათი;
სამუშაო განრიგი: 13:00-დან 22:00 საათამდე;
ანაზღაურება: დღეში 20ლარი.

მოვალეობები:

** სალაროზე გატარებული პროდუქტების პარკებში ჩაწყობა;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება, მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სწრაფი შესწავლის უნარი;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "საახალწლო დამხმარე კონსულტანტი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე