მოწვეული ლექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოწვეული ლექტორი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 16 დეკ
"კავკასიის უნივერსიტეტი" (კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე (7 ვაკანტური ადგილი) შემდეგ დისციპლინებში:

პათოფსიქოლოგია (ინგლისურენოვანი);
კვლევის მონაცემების დამუშავება (კომპიუტერული პროგრამა SPSS) (ინგლისურენოვანი);
ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები (ინგლისურენოვანი);
იურიდიული ფსიქოლოგია;
ფსიქოლინგვისტიკის საფუძვლები;
კლასიკური ანთროპოლოგია (ინგლისურენოვანი);
ნაციონალიზმის თეორიები (ინგლისურენოვანი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ფსიქოლოგიის/სოციოლოგიის დოქტორი/დოქტორანტი/მაგისტრი/დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით და შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი პედაგოგიგური გამოცდილებით.

პიროვნული თვისებები:

** პასუხიმგებლიანი;
** სამართლიანი;
** კომუნიკაბელური;
** გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** რეზიუმე (CV);
** კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 7 დეკემბერი 2018 წ.
საბუთების მიღება: 2018 წლის 7 დეკემბრიდან - 2018 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2018 წლის დეკემბრის თვე.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032 2377777.

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე