მაღაზიების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიების მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სისტემატური სწავლების, ტრეინინგების ორგანიზება;
** მაღაზიებში პროდუქციის ნაშთის უწყვეტობის, მეჩენდაიზინგის კონტროლი;
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების კონტროლი;
** რეალიზებული საქონლის ყოველკვირეული, ყოველთვიური ანალიზი, რეპორტი უშუალო ხელმძღვანელთან;
** მაღაზიებში არსებული პროდუქციის და ინვენტარის რეგულარული აღწერების კონტროლი;
** ბუღალტერიისთვის შესაბამისი დოკუმენტების გაგზავნა მოთხოვნის შესაბამისად;
** ყოველი თვის ბოლოს დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასება;
** კომპანიის განვითარებისა და მაღაზიების გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** ახალი მაღაზიების გახსნის ორგანიზება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft Office- მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდის მართის უნარი;
** ენერგიული. შრომისმოყვარე;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "მაღაზიების მენეჯერი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე