სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: Bigchoice
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან
"Bigchoice"-ის გუნდი საქმიანობის მეხუთე წელს ითვლის და ყოველდღიურად ცდილობს საქართველოს და მსოფლიო ბაზრის კვლევის შედეგად შესთავაზოს მომხმარებელს უახლესი ინოვაციური პროდუქცია.

კომპანია აწარმოებს საქართველოში უსაფრთხოების სისტემების (კამერების, სახანძრო, სიგნალიზაციის, აღრიცხვიანობის დაშვების სისტემების და დამოფონების) იმპორტს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს მოწინავე ბრენდებთან. კომპანიის პრიორიტეტია ხარისხიანი აპარატურის და მომსახურების მინიმალურ ფასად შეთავაზება. ჩვენს პროდუქციაზე მუდმივად ვრცელდება ფასდაკლება სხვადასხვა სახის პროდუქციაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე (იგულისხმება გაყიდვების სფეროში) მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** სასურველია უმაღლესი განათლება გაყიდვების სფეროში.
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვისა და მოლაპარაკებების ეფექტურად ჩატარების უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ბაზებზე მუშაობა, ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
** ახალი ბაზრების ათვისება, ახალი პარტნიორების მოძიება

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე 10:00-19:00
ანაზღაურება: 2 კვირიანი ანაზღაურებადი ტრეინინგი. 300 ლარი ფიქსირებული + ბონუსური სისტემა + პრემიები

იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ წარმატებულად გაართმევთ თავს სამუშაოს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე: info@bigchoice.ge და სათაურის ველში მიუთითეთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიცია.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 იანვარი 2019 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე