ფსიქოლოგი, მსახიობი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფსიქოლოგი, მსახიობი
მომწოდებელი: ჯინო ფერედაისი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
"ჯინო ფერედაისი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:

"ჯინო ფერედაისის" მთავარი ფასეულობა მზრუნველობაა. ამის საფუძველზე კომპანია იწყებს ახალ პროექტს მშობლებისა და ბავშვებისთვის.  

პროექტის მიზანია, ცხოვრების სწრაფი რითმისა და ციფრული ურთიერთობების ეპოქაში, იარსებოს სივრცემ გულწრფელი ურთიერთობებისთვის: მშობლები და შვილები ჩაერთონ საერთო აქტივობებში, შეივსონ ერთად ყოფნის დანაკლისი, მიეცეთ გართობის, სტრესისგან გათავისუფლებისა და საუკეთესო ემოციების მიღების შესაძლებლობა.

პროექტის ფარგლებში მომზადდა სპეციალური აქტივობები, რომელიც გათვლილია მოზარდების სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე. თამაშები მორგებულია კონკრეტული უნარების განვითარებასა და ახალი საჭირო ჩვევების გამომუშავებაზე.

1. ფსიქოლოგი საბავშვო პროექტისთვის

პროექტისთვის "ჯინო ფერედაისი" ეძებს მენტორებს, აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი ასეთია:

** ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი;
** კომუნიკაბელური, მხიარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** უპირატესობად ჩაითვლება  ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;

2. მსახიობი საბავშვო პროექტისთვის

პროექტისთვის "ჯინო ფერედაისი" ეძებს მენტორებს, აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი ასეთია:

** თეატრალური ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი;
** კომუნიკაბელური, მხიარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** უპირატესობად ჩაითვლება  ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@ginoparadise.ge

გამოგზავნისას გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე