SAP გადაწყვეტილების დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: SAP გადაწყვეტილების დეველოპერი
მომწოდებელი: RSM Georgia Solutions
გამოქვეყნდა: 6 დეკ / განახლდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
არესემ საქართველო სოლუშენსი აცხადებს ვაკანსიას SAP გადაწყვეტილების დეველოპერის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია: შეგირდი
სამუშაო გამოცდილება: არ მოითხოვება.

"არესემ საქართველო სოლუშენსი" (არესემ საქართველოს შვილობილი კომპანია) მსოფლიოში სიდიდით მეექვსე საერთაშორისო აუდიტორული, საგადასახადო და კონსალტინგური ფირმების წევრია. ის ახორციელებს მსოფლიო დონის პროგრამული უზრუნველყოფის კონსალტინგსა და იმპლემენტაციას კლიენტ ორგანიზაციებში. კომპანია არის მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის SAP-ის ვერცხლის პარტნიორი და წარმატებით ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ს იმპლემენტაციას. კომპანიას მიღებული აქვს SAP-ის სწრაფი სტარტის ნომინაცია და ასევე, წინა წლის შედეგების საფუძველზე დაიმსახურა ჯილდო "ყველაზე მეტი ახალი კლიენტი" რეგიონში. კომპანია იძენს უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო პარტნიორს და დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე გახდა ინდუსტრიული ექპერტი.

"არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას SAP გადაწყვეტილების დეველოპერის პოზიციაზე.

კომპანია უზრუნველყოფს შეგირდის მომზადებას გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე აუცილებელია უმაღლესი განათლება, ხოლო სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.

პოზიციის მოვალეობები (კვალიფიკაციის ეტაპობრივი ამაღლების პარალელურად):

დეველოპერების ძირითადი ამოცანაა არსებულ პროგრამულ პროდუქტში იმ პროგრამული დამატებებისა და ცვლილებების განხორციელება, რომელთა საჭიროებაც აუცილებელი ხდება ბიზნეს გადაწყვეტილების დანერგვის პროცესში. ასევე იგი ახორციელებს ინტეგრაციას სხვა სისტემებთან, პროგრამული პროდუქტის ლოკალიზაციის სამუშაოებს, სპეციალური Add-on-ების შემუშავებას და სხვა.

პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: არ მოითხოვება
** განათლება: უმაღლესი განათლება. სწავლების სფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები; კანდიდატს უნდა აინტერესებდეს პროგრამირება ბიზნეს გადაწყვეტილებებში;
** ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური ენის კარგი ცოდნა სავალდებულოა, რუსული ენის ცოდნა განიხილება უპირატესობად

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პროაქტიური
** პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის უნარი
** სამუშაოების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
** სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი

მიღწევები:

** კურსები და სერტიფიკატები: კვალიფიკაციის ამაღლების კურსები: განიხილება უპირატესობად
** პროექტებში და ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება: განიხილება უპირატესობად
** ჯილდოები, ტესტირების შედეგები: განიხილება უპირატესობად

პოზიციის კარიერული ზრდის საფეხურები:

** შეგირდი - დეველოპერი
** უმცროსი -დეველოპერი
** სპეციალისტი -დეველოპერი
** უფროსი -დეველოპერი
** ექსპერტი ბიზნეს-დეველოპერი
** მიმართულების ხელმძღვანელი

აპლიკაციის მიღება და CV/რეზიუმეს გამოგზავნა ხორციელდება მხოლოდ ვებ-გვერდზე ონლაინ შევსება/ატვირთვის გზით. იხილეთ აპლიკაციის ონლაინ ფორმა "არესემ საქართველო სოლუშენსის ვებ-გვერდზე.

მიღებული აპლიკაციების პირველადი დამუშავება ხდება ავტომატიზებული მეთოდით, ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აპლიკაცია ავტომატურად იბლოკება შემდგომი განხილვისთვის. აუცილებელი მოთხოვნების გარდა სათანადო წესით სრულად შევსებული ინფორმაციული აპლიკაცია განიხილება უპირატესობად.

გისურვებთ წარმატებას!

P.S. არესემში მუდმივად ცხადდება ახალი ვაკანსიები.

აპლიკაციის ონლაინ ფორმის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ და დატოვოთ თქვენი განაცხადი სხვა სასურველ პოზიციაზეც.

თანამშრომლობისა და სხვა კეთილი სურვილებით,
არესემის გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე