პროექტების ფინანსური ზედამხედველობის დეპარატამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტების ფინანსური ზედამხედველობის დეპარატამენტის უფროსი
მომწოდებელი: საქენერგორემონტი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 25 დეკ
სს "საქენერგორემონტი" - წამყვანი კომპანია ენერგეტიკის სფეროში აცხადებს ვაკანსიას პროექტების ფინანსური ზედამხედველობის დეპარატამენტის უფროსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტენდერების სტადიაზე სახარჯთაღრიცხვო ღირებულების დადგენა და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის (პირველადი) კონტროლი
** ტენდერის სტადიაზე, ზოგად ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებზე დამკვეთთან მოლაპარაკებში ჩართულობა
** ტენდერის მოგების შემდეგ, პროექტის მენეჯერთან ერთად დეტალური ბიუჯეტირება (MS Project-ში), ძირითადი რესურსების (მანქანა-მექანიზმები, მუშახელი და მასალები) მოთხოვნა
** ყველა პროექტისათვის ერთიანი ფასწარმოქმნის ბაზის შექმნა და კონტროლი
** სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი საწყის გრაფიკთან მიმართებაში, პროექტში ცვლილებების კონტროლის ჩათვლით
** ფინანსური საშემსრულებლო დოკუმენტაციის კონტროლი (პროექტის მენეჯერებთან ერთად)
** პროექტებიდან შესყიდვების დეპარტამენტში გაგზავნილი მოთხოვნების პერმანენტული მონიტორინგი
** მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი საკითხების შესახებ ინფორმაციის და რეკომენდაციების მიწოდება მენეჯმენტისათვის შემდგომი რეაგირებისთვის
** მუშაობის პროცესში პროექტის მენეჯერებთან ზოგადი ტექნიკური და ფინანსური საკითხების განხილვა
** დაგეგმილი და ფაქტიური ანალიზისას გადახრების ახსნა ყოველთვიურად

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ-ეკონომიკური მიმართულებით
** სამშენებლო საქმიანობის დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel და MS Project) მაღალ დონეზე ფლობა
** რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** პრიორიტეტების დასახვა
** სამუშაოს შესრულების მართვა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** დროის მართვა
** გუნდის წევრების მოტივირება
** შეფასება და უკუკავშირი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@edg.ge და წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 25 დეკემბერი 2018 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე