გენერალური მენეჯერი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გენერალური მენეჯერი - კახეთი
მომწოდებელი: STS Hospitality Service Georgia
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
"STS Hospitality Service Georgia" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე კახეთში.

ანგარიშვალდებულია: გენერალურ დირექტორთან/მფლობელთან.

გენერალური მენეჯერი პასუხისმგებელია სასტუმროს საოპერაციო ნაწილის ყველა ასპექტზე, პერსონალის ყოველდღიურ მართვასა და სტუმრებზე. კანდიდატი იქნება ბრენდისა და სასტუმროს "ამბასადორი".

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით საოპერაციო ნაწილის ხელმძღვანელობა;
** რეგულარული ბრიფინგების გამართვა თანამშრომლებთან;
** უზრუნველყოს სასტუმროს ოპერირების კონტროლი, პოლიტიკის, პროცედურების და მომსახურების სტანდარტების სრული შესაბამისობა;
** პერსონალის შერჩევა, ტრენინგები და ქოუჩინგი;
** პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და მეთვალყურეობა;
** სასტუმროს აღმასრულებელი გუნდის მართვა და განვითარება;
** უზრუნველყოს სასტუმროს პერსონალის ეფექტური ლიდერობა;
** ბიზნესის განვითარების ყველა ასპექტის მართვა;
** ხარისხის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა;
** პასუხისმგებელია სურსათის და სიცოცხლის უვნებლობის აქტის ლეგალიზაციაზე, ხანძრისა და სხვა სამართლებრივ რეგულაციებზე.

იდეალური კანდიდატი იქნება სასტუმროს მართვაში გამოცდილი პროფესიონალი, მენეჯერული უნარებით დაჯილდოებული.

განათლება: სასტუმროს მართვის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან მიახლოებული განათლების ხარისხი;

გამოცდილება:

** სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში სულ ცოტა 5 დან 10 წლამდე სამუშაო გამოცდილება, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება, იდეალურ შემთხვევაში ადგილობრივ ლოკაციაზე მუშაობის გამოცდილება;
** 2 და 5 წლამდე გენერალური მენეჯერის პოზიციაზე ან გენერალური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ხელფასს და მიმზიდველ საბონუსე სისტემას.

გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mariam@sts-hospitality.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე