მიკრო ავტობუსის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიკრო ავტობუსის მძღოლი
მომწოდებელი: ასოციაცია ანიკა
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 17 დეკ
ასოციაცია "ანიკა"  6-დან 18 წლამდე და 18-დან ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში აცხადებს ვაკანსიას მიკრო ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
 
ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული, შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. ასოციაციის შემოსავლის წყარო არის გრანტები, სახელმწიფო პროგრამები, სოციალური მეწარმეობა, შემოწირულობები.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 ვაკანტური ადგილი 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** 09:00-10:00 საათებში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარების საცხოვრებელი სახლებიდან დღის ცენტრში  ტრანსპორტირება წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით, ასოციაცია "ანიკას" კუთვნილი მიკრო ავტობუსით;
** 10:00-11:00 საათებში შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარების საცხოვრებელი სახლებიდან დღის ცენტრში  ტრანსპორტირება წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით, ასოციაცია "ანიკას" კუთვნილი მიკრო ავტობუსით;
** 16:00 შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარების ოჯახებში დარიგება, ასოციაცია "ანიკას" კუთვნილი მიკრო ავტობუსით;
** 17:30 შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარების ოჯახებში დარიგება, ასოციაცია "ანიკას" კუთვნილი მიკრო ავტობუსით;
** დღის განმავლობაში დღის ცენტრის საჭიროებების შესაბამისი სამუშაოების განხორციელება;
** შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში დაგეგმილი გასვლითი ღონისძიებების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
** მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს ბენეფიციართა უსაფრთხო ტრანსპორტირება;
** მძღოლი ვალდებულია გაუფრთხილდეს ასოციაციის მიკროავტობუსს;
** მძღოლი პასუხისმგებელია ასოციაცია "ანიკას" კუთვნილი მიკრო ავტობუსის ტექნიკურ გამართულობაზე და სისუფთავეზე;
** მძღოლი ვალდებულია დროულად შეატყობინოს ადმინისტრაციას მიკრო ავტობუსის ტექნიკური/სხვა საჭიროებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლის სამუშაო გამოცდილება (მართვის მოწმობის მიღებიდან) - არანაკლებ 10 წლისა;
** მართვის მოწმობის "D" კატეგორია;
** სასურველია შშმ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

აპლიკანტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაცია არაუგვიანეს 2018 წლის  17 დეკემბრის  18:00 საათისა. ასოციაცია "ანიკა" განიხილავს მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილ ინფორმაციას, რომელიც იქნება ელექტრონულად წარდგენილი შემდეგ მისამართზე:   anikavacancy@gmail.com და/ან მოიტანონ ასოციაციის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. #136 (ნაძალადევის რაიონი).

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე