ადმინისტრატორი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი - ბაკურიანი
მომწოდებელი: BM Plaza
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
სასტუმრო "ბმ პლაზა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბაკურიანში.

ასაკი: 20-დან 35 წლამდე.
სქესი: არ არის შეზღუდული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სრული ან არასრული განათლება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტი Excel)
** სასტუმროს მართვის სისტემა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნომრების წინასწარი დაჯავშნა, კლიენტთან სატელეფონო თუ პირადი კომუნიკაცია.
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, დაბინავება
** სასტუმრო შიდა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვის წარმოება
** კლიენტთა მიმოსვლის ზუსტი აღრიცხვა და კოორდინირება შესაბამის სამსახურებთან
** კლიენტებთან დამატებითი მომსახურების გაწევა
** საბოლოო ანგარიშსწორება, სასტუმროდან გაწერის პროცედურა
** ანგარიშის წარმოება პასუხიმგებელ პირთან

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** ორგანიზებულობა
** პასუხიმგებლობის მაღალი უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** ცვლილებებისადმი მზაობა.

სამუშაო პირობა: Full Time.
დამატებითი სარგებელი: საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: sales@hotelbmplaza.com. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 20 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე