საკონსტრუქტორო და საპროექტო სამუშაოების ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკონსტრუქტორო და საპროექტო სამუშაოების ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას საკონსტრუქტორო და საპროექტო სამუშაოების ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1000 GEL
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება

ფუნქციები:

** ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
** სამშენებლო-საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** დეფექტური აქტების შედგენა;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება; 
** შესასრულებელი სამუშაოს მოცულობების, მასალათა და მოწყობილობების სპეციფიკაციის შედგენა;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დაცვა ექსპერტებთან;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიაში საბაზო დაფინანსებით მიმდინარე სხვა სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობა.

კანდიდატმა უნდა იცოდეს:

** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესები;
** სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების თვისებები და სახეობები;
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიები;
** საპროექტო დოკუმენტაციის გაფორმების სტანდარტები, მეთოდური მითითებები და ინსტრუქციები;
** თანამდებობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ტექნიკის დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქ​ტები;​ 
** სამშენებლო წესები და ნორმები; სამშენებლო სამუშაოებზე სახარჯთაღრიცხვო ნორმები და ფასები;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები.

ენების ცოდნა:

** ქართული
** რუსული
** ინგლისური.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

** MS Office -  სრულყოფილად
** ArchiCAD -​ საბაზისო დონე.

​კომპეტენციები:

** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

სასურველია კანდიდატს ჰყავდეს ავტომობილი; საწვავით უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე  (CV) გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "საკონსტრუქტორო და საპროექტო სამუშაოების ხარჯთაღმრიცხველი", წინააღმდეგ შემთხვევაში  თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე