მარაგების აღრიცხვის უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარაგების აღრიცხვის უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარაგების აღრიცხვის უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული სასქონლო-მატერიალური ფასეულობების კონტროლი და ასახვა სისტემაში;
** Rs.ge პორტალზე მომწოდებლების მიერ გამოწერილი საბუთების სისწორის კონტროლი;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, შედარება და სხვა საკითხების მოგვარება;
** გამოწერილ მარაგებზე ანგარიშ ფაქტურების დადასტურება;
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** 1C პროგრამის ცოდნა სასურველია;
** Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ქართული და რუსული ენების ფლობა სავალდებულოა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** ინიციატურობა და მოწესრიგებულობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერულ განვითარებას;
** გრაფიკი სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამედიცინო დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** კვებას (კვების საფასურის ნახევარს აფინანსებს კომპანია);
** ფიქსირებულ ხელფასს: 600 ლარს ხელზე (შემდგომი მომატების პერსპექტივით);

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე