უფროსი დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი დეველოპერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 26 დეკ
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაწილეობის მიღება პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკურ დიზაინში, ფუნქციურ და ტექნიკურ ანალიზში;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და დანერგვა;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
** .NET პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება (C#, ASP.NET MVC, WebApi);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Oracle/MS-SQL);
** გამოცდილება ვებ დეველოპმენტში (ASP.NET, JavaScript, angular 2 +, HTML, AJAX, CSS, XML).
** კოდის დაგეგმვის, სტრუქტურიზაციისა და არქიტექტურული შაბლონების გამოყენების გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უფროსი დეველოპერი"

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე