მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 13 დეკ
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში;
** კურიერული მომსახურების გაწევა - ორგანიზაციიდან გამავალი წერილების/დოკუმენტების ადრესატამდე მიტანა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დაწესებულებებიდან ორგანიზაციის სახელზე დამზადებული დოკუმენტების მოტანა და ადრესატისათვის გადაცემა;
** ავტომობილის სუფთა მდგომარეობაზე ზრუნვა: მანქანის სალონის დასუფთავება ყოველდღიურად, პერიოდულად ავტო-სამრეცხაო სადგურში ავტომობილის მიყვანა;
** კუთვნილი ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების უზრუნველყოფა;
** კომპანიის დირექტორატის მიერ მიერ მასზე დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის მოწმობის B, C კატეგორია
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლის მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** პუნქტუალური
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge 2018 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე