ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მიფასი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
კომპანია "მიფასი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ჩვენი კომპანია 20 წელი მოღვაწეობს ბაზარზე, მუსიკალური ინსტრუმენტების, პროფესიონალური, სასცენო აუდიო აპარატურის და განათების სფეროში და არის ლიდერი თავის სეგმენტში.

სამუშაო მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ბანკთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებისადმი ორიენტირებული
** პუნქტუალურობა
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური და ენერგიული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: david.d@mifasi.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე