ბიბლიოთეკარ-არქივარიუსი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიბლიოთეკარ-არქივარიუსი - ზესტაფონი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი  "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარ-არქივარიუსის პოზიციაზე.

მოვალეობები და ფუნქციები:

** კოლეჯის საკუთრებაში არსებული წიგნადი ფონდის შენახვა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
** სტუდენტების, მასწავლებლებისა და სხვა ადმინისტრაციული პერსონალისათვის კოლეჯის ბიბლიოთეკით სარგებლობაში ხელის შეწყობა.
** კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ბიბლიოთეკის თანამედროვე პროფესიული, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურით, ასევე ჟურნალ-გაზეთებით შევსება;
** კოლეჯის დოკუმენტაციის დაარქივება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და საარქივო დოკუმენტური მასალის დაცვის უზრუნველყოფა;
** საცნობარო საინფორმაციო კატალოგების, მომხმარებელთა აღრიცხვის, მათი კონსულტირებისა და მართვის უზრუნველყოფა;
** წიგნადი ფონდის პერიოდული შესწავლის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია: აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 3  წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელ. ფოსტის მისამართზე: vacancyconstruct2@gmail.com არაუგვიანეს 2018 წლის  20 დეკემბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის (subject)  ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე