რეესტრის წარმოების სპეციალისტი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეესტრის წარმოების სპეციალისტი - ზესტაფონი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას რეესტრის წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე ზესტაფონში.

მოვალეობები და ფუნქციები:

** აპლიკანტების დარეგისტრირება;
** სპეციალურ პროგრამაში პროფესიულ სტუდენტთა პირადი ინფორმაციის ასახვა;
** თანამშრომელთა და პედაგოგთა პირადი ინფორმაციის პროგრამაში ასახვა;
** სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობების (ჩარიცხვა-ამორიცხვა, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, მობილობა,საწარმოო პრაქტიკაზე გასვლა და სხვა) პროგრამაში ასახვა;
** კურსდამთავრებულთა დასაქმების მონაცემების პროგრამაში ასახვა;
** დამსაქმებელთა მონაცემების პროგრამაში ასახვა;
** კოლეჯის წლიური ბიუჯეტის და მასში განხორციელებული ცვლილებების პროგრამაში ასახვა;
** მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაციის ასახვა.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: vacancyconstruct2@gmail.com არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე