საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი - ზესტაფონი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
სს "m2 უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას ა(ა)იპ  სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2"-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერის (IT) თანამდებობაზე, ქ. ზესტაფონში.

ძირითადი მოვალეობები:

** ლოკალური ქსელის მომსახურება;
** ქსელის მონიტორინგი-არსებული ქსელის როუტერისა და სვიჩების მონიტორინგი; გარე ქსელთან კავშირის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** ლოკალური უკაბელო ქსელის მოწყობილობების მონიტორინგი და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მარშრუტიზატორის კონფიგურაცია;
** უკაბელო ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია, მართვა;
** თხელი კლიენტების სერვერის გამართვა/ადმინისტრირება;
** ინტერნეტის სიჩქარეზე და სხვადასხვა ვებგვერდებზე შეზღუდვების დაწესება;
** გლობალური ქსელის მომსახურება;
** ინტერნეტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ინტერნეტ პროვაიდერთან ურთიერთობა;
** კომპიუტერების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, დრაივერების ჩაწერა, პერიფერიული მოწყობილობების მიერთება და პროგრამულად გამართვა;
** სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ჩაწერა კომპიუტერებში;
** აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის   დიაგნოსტიკა, წარმოქმნილი პრობლემების მიზეზის დადგენა და  მისი კვალიფიციურად აღმოფხვრა;
** მონაცემთა დარეზერვება, საჭიროების შემთხვევაში;
**  ანგარიშვალდებულება კოლეჯის დირექტორის წინაშე.

სავალდებულო  საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი;
** უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური).

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

**საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancyconstruct2@gmail.com არაუგვიანეს 2018 წლის  20 დეკემბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე