სოციალური მედიის მენეჯერი და ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი და ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: გლობალ დეფენს გრუპი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
ვაკანსია "გლობალ დეფენს გრუპში":

"Battleground" არის სივრცე, რომელიც აერთიანებს ტაქტიკური ტანსაცმლისა და იარაღის მაღაზიას, სასროლეთსა და კაფეს. ეს არის სავაჭრო ცენტრი, რომელიც შექმნილია სამხედრო პროდუქციის მოყვარულთათვის.

პოზიციის დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი და ადმინისტრაციული ასისტენტი

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც შეითავსებს ორი სხვადასხვა პოზიციის პასუხისმგებლობებს. გვჭირდება კრეატიული, მულტითასქინგში გამოცდილი ადამიანი კარგი საკომუნიკაციო უნარებით. ვეძებთ ადამიანს, რომელიც გააფართოვებს ჩვენი ბრენდის ცნობადობას და შექმნის ძლიერ ონლაინ პლატფორმას სხვადასხვა სოც. მედიის არხების საშუალებით.

პასუხისმგებლობები:

ადმინისტრაციული:

** პარტნიორებთან ელფოსტითა და ტელეფონით კომუნიკაცია
** შიდა პროცესების ანალიზი და მონიტორინგი
** ტელეფონის ზარებზე პასუხი და გადამისამართება
** მომხმარებლების ინტერესების დაკმაყოფილება

სოც. მედია:

** კომპანიის საიტის მართვა, კონტენტის შექმნა
** საიტზე ბლოგის წერა
** სოციალური მედიის ანგარიშების მართვა, მონიტორინგი და მომხმარებლებთან ურთიერთობა
** ბრენდის ცნობადობისა და ონლაინ რეპუტაციის გაზრდა
** სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნა (ფოტო, ვიდეო, პოსტი) და მომხმარებლებზე მორგება

მოთხოვნები:

** დროის კარგი მენეჯმენტი და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების კარგი უნარი
** სიტუაციის სწრაფად შეფასების და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
** MS Office პროგრამების ცოდნა
** Facebook-ის პლატფორმის ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება
** უპირატესობად ჩაითვლება Search Engine Optimization (SEO)-ს ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება განათლება მარკეტინგის მიმართულებით.

სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე, ანაზღაურებადი.
ანაზღაურება: შეთანხმებით, ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: mari@globdg.org
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე