ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ეკო რუმს
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
სასტუმრო "ეკო რუმს" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი (დღის და ღამის) ცვლები, ორი დასვენების დღით.
ანაზღაურება: 450-600 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სასტუმროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება და ანგარიშსწორება;
** ჯავშნების პროგრამულად ასახვა, ეფექტურად გადანაწილება და კონტროლი;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა, პრობლემებზე დროული რეაგირება;
** სატელეფონო ზარებზე და მეილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება;
** საბუთების მართვა და ხელმძღვანელობისთვის გადაბარება;
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს რეპორტის წარმოება და მენეჯმენტისთვის მიწოდება;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** მენეჯერის დავალებების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათით გადმოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: ecoroomstbilisi@gmail.com არაუგვიანეს 2019 წლის 3 იანვრისა და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე