კორპორატიული პოლისების ადმინისტრირების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული პოლისების ადმინისტრირების ოფიცერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 25 დეკ
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: კორპორატიული პოლისების ადმინისტრირების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვევის განაცხადების მიღება;
** სადაზღვევო პოლისების/ხელშეკრულების მომზადება;
** პოლისების და სხვა პროცედურით დადგენილი დოკუმენტაციის პროგრამული რეგისტრაცია;
** პოლისებზე დაფიქსირებული ხარვეზების ოპერატიული რეაგირება;
** ინვოისების მომზადება;
** გამოცხადებულ ტენდერებზე ინფორმაციის მოძიება/ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა და ტენდერში მონაწილეობა;
** სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებისათვის თანმდევი დანართების და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკური განხრით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული პოლისების ადმინისტრირების ოფიცერი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე