სატენდერო დოკუმენტაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატენდერო დოკუმენტაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 21 დეკ
საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა.ა.ი.პ. "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია", რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვ.

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია", ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - "მამისონი" (http://awardholding.com/company/index/1524481669?id=1524481669) აცხადებს სატენდერო დოკუმენტაციის მენეჯერის ვაკანსიას.

სატენდერო დოკუმენტაციის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

** სატენდერო დოკუმენტაციის სრულად დამუშავება/მომზადება;
** სატენდერო წინადადებების მონიტორინგი.

სატენდერო დოკუმენტაციის მენეჯერისთვის სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება;
** Spa.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

სატენდერო დოკუმენტაციის მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ხელფასი: კვალიფიკაციის შესაბამისად.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge 2018 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე