თოვლის ბაბუა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: თოვლის ბაბუა
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 16 დეკ
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას თოვლის ბაბუის პოზიციაზე, წინასაახალწლო დღეებში.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 20-31 დეკემბერი, დღეში 8 საათი
ანაზღაურება: 600 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება; საახალწლო განწყობის შექმნა;
** ბავშვებისათვის ეფექტური საშობაო ფოტოების გადაღება;
** მშობლებისათვის მეტი თავისუფალი დროის მიცემა შოპინგისათვის

მოთხოვნები:

** ბედნიერების მინისტრად მუშობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება ნიდერლანდებში)
** სავალდებულოა საშობაო ტრადიციების სრულყოფილად ფლობა
** სასურველია ჟღერადი ხმის ტემბრი:"HO-HO-HO Merry Christmas".
** მართვის მოწმობის HO კატეგორია მისაბმელ და ნახევარმისაბმელიანი მარხილის მართვაში;
** ჯადოსნური საშობაო განწყობის შექმნა
** სავალდებულოა იყოს ბუნებრივად ფუმფულა, მხიარული, პირმრგვალი, წითელი ცხვირით ან მის გარეშე
** უნდა უყვარდეს ბავშვები, მიუხედავად მათი საშობაო განწყობისა და სურვილებისა

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს: გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურსა და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ელფებთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი მონაცემები ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "თოვლის ბაბუა".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 16 დეკემბერი, 2018 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე