საპროექტო იდეების კონკურსი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საპროექტო იდეების კონკურსი
მომწოდებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 28 დეკ
თანდართული ფაილი: 198948-ewmi-rfcp.zip
მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამა
საპროექტო იდეების კონკურსი


"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI), "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის" პროექტი (ACCESS), იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, რეგიონულ ორგანიზაციებს, "მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამაში" (COG) საპროექტო იდეების წარსადგენად.

"მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამის" მიზანი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მათი მხარდაჭერაა შემდეგი გზებით:

I. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის მჭიდრო კავშირის ხელშეწყობით
II. მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთით
III. ამ საკითხების გადაჭრაში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფით.

პროგრამა ორიენტირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში მოქალაქეების ჩართვაზე, რათა მოქალაქეებმა შეძლონ, წინ წამოსწიონ და თავადვე მოაგვარონ მათთვის ყველაზე პრიორიტეტული პრობლემები. შესაბამისად, ამ პროგრამით დაფინანსებული პროექტების წარმატება იზომება იმით, თუ რამდენად შეძლო ორგანიზაციამ მოქალაქეების მობილიზება და ჩართვა და არა იმით, მოახერხა თუ არა მან იდენტიფიცირებული პრობლემის სრულად გადაწყვეტა.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28 დეკემბერი, 2018 წ.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე