მძღოლი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი - ქუთაისი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 17 დეკ
ასოციაცია "SOS ბავშვთა სოფელი საქართველო" "დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მცირე საოჯახო ტიპის სახლების" პროექტის ფარგლებში, აცხადებს მძღოლის ვაკანსიას, რომელიც პირადი მსუბუქი ავტომობილით მოემსახურება პროექტის თანამშრომლებს.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაო დატვირთვა: სრული
საქმიანობის სფერო: კუთვნილი ავტომობილით პროექტის თანამშრომლების მომსახურება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის თანამშრომელთა ტრანსპორტირება პროექტით გათვალისწინებულ რეგიონებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე;
** საკურიერო და ლოჯისტიკური მომსახურების გაწევა (თანამშრომელთა მითითებით დოკუმენტების ჩაბარება; ოფისის ფუნქციონირებისათვის საჭირო ნივთების შეძენა და/ან მოწოდება);
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის გამართულობის უზრუნველყოფა (პერიოდული შემოწმებების ჩატარება);
** ავტომობილის მართვის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** გავლილი კილომეტრაჟების აღრიცხვიანობა (მგზავრობის რეესტრისა და ბენზინის ხარჯვის აღრიცხვა).

მოთხოვნები:

** კუთვნილი მსუბუქი ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში, მინიმუმ 2006 წლის გამოშვების;
** გამავლობა. 4x4 (შესაძლებელია დიფერენციალის მაბლოკირებელი სისტემის გარეშე.)
** საწვავის ტიპი - ბენზინი ან დიზელი;
** ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი მოწმობა;
** მძღოლის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, მძღოლი იყოს საგადასახადოში გადამხდელად რეგისტრირებული;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხიმგებლიანობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით; აუცილებელია თქვენს მიერ წარმოდგენილი CV ასახავდეს ინფორმაციას ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ (მოდელი, ძრავის მოცულობა, საწვავის მოხმარება 100 კმ., და ა.შ.).

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო მოთხოვნები.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე