მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 17 დეკ
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.

კომპანია "ვესტ ინვესტი" არის გაყინული ხორც-პროდუქტებისა და სხვა ნაწარმის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, რომლის პროდუქცია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის პორტფელში ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორიცაა "ბიბილო", "მამალო", "West Fish", "West Meat", "Ukrainian Chicken", "Divnoe" და სხვა.

განაკვეთი: სრული.

მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 30-დან 45 მდე
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა).

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური და არაკონფლიქტური
** მოტივირებული
** პუნქტუალური, ორგანიზებული.

ხელფასი: 600 ლარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტო სურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 17 დეკემბერი, 2018 წ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე