ტენდერი მედიკამენტების ავტომატის შეძენაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი მედიკამენტების ავტომატის შეძენაზე
მომწოდებელი: ალტერნატივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 5 დეკ / განახლდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 19 დეკ
თანდართული ფაილი: 198927-altgeorgia-tender-vendmachine.zip
"ალტერნატივა ჯორჯია" აცხადებს ტენდერს მედიკამენტების გამანაწილებელი ავტომატის შეძენასა და მომსახურებაზე.

ა(ა)იპ ალტერნატივა ჯორჯია 5% ინიციატივა საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების 17SANIN207 ფარგლებში, აცხადებს ტენდერს, სამედიცინო დანიშნულების მასალის, გამანაწილებელი ავტომატის ე.წ. vending machine - შესყიდვაზე (დეტალური ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ დანართში 1.

ტენდერში მონაწილე უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი და წარმოადგინოს სატენდერო წინადადება ქვემოთ აღწერილი ნიმუშის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 19.12.2018 13:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება, მხოლოდ ელექტრონულად, ფოსტაზე administrator@altgeorgia.ge შემოთავაზებების შეფასება, სავარაუდოდ, დასრულდება 21.12.2018-თვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ პირთან.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ქართულ ენაზე. შემოსული შემოთავაზებების შეფასება მოხდება, როგორც ფასის, ასევე ხარისხის მიხედვით. საფასო შეთავაზება მკაფიოდ და დეტალურად უნდა აღწერდეს ყველა სახის ხარჯს, რომელიც ამ ტექნიკური დავალების მიხედვით
გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისთვის უნდა იქნას გაწეული. შემოთავაზების საბოლოო შეფასებაში ხარისხობრივი შეფასება შევა 70%-ით და ფასი/ღირებულება 30% -ით. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე იურიდიულ პირთან დაიწყება მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდა წარმატებით, მაშინ მოლაპარაკებები განახლდება რიგით მეორე კანდიდატთან. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დანართ 2-ში მოცემული ინფორმაციის შესაბამისად.

პრეტედენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);

შენიშვნა: ხარჯები, რომლებიც არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. სატენდერო წინადადებაში მითითებული მასალების ღირებულება არ ექვემდებარება ცვლილებას 1 წლის განმავლობაში.

სატენდერო განცხადებას თან ერთვის:

დანართი 1 - სამედიცინო დანიშნულების მასალის, გამანაწილებელი ავტომატის ტექნიკური მახასიათებლები
დანართი 2 - სატენდერო წინადადება
დანართი 3 - ხელშეკრულების პროექტი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე