საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 21 დეკ
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტში საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის ამოცანაა: საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ვაჭრობის სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** საინვესტიციო საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;
** საინვესტიციო ფონდების და პორტფელების ფუნდამენტური ანალიზი, მათ შორის რისკების პროფილის შეფასება;
** საინვესტიციო და საპენსიო ფონდების ზედამხედველობა;
** ჯგუფის საქმიანობის მართვა და კოორდინაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საფინანსო/საინვესტიციო/რისკების სფეროში;
** სასურველია პროფესიული სერტიფიკატის ქონა ( CFA);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** მიზანდასახულობა
** თვითგანვითარების სურვილი
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
** შეზღუდული ინფორმაციის პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და განათლების შესაბამისად.

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 21 დეკემბრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობის ჯგუფის უფროსი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე