ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ზოომარტი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 11 საცალო ობიექტს. "ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Canvit, Animology და Catzone.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან
** სალაროს აღრიცხვა და კონტროლი
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება
** ბანკის და სალაროს გატარებები პროგრამაში
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი
** ხელფასების დარიცხვა
** უშუალო ხელმძღვანელი პირის მიერ სხვა, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი დავალების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (სასურველია ბუღალტერია/ფინანსების განხრით)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამასთან (Oris) მუშაობის გამოცდილება
** ბუღალტერიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ასაკი 30 წლამდე
** საცხოვრებელი ადგილი თბილისი

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:

პერიოდი: ორშაბათი-პარასკევი
დრო: 09:30-18:00
ოფისი: თბილისი, დიდი დიღომი

ყოველთვიური ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 700 ლარი. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: 800 ლარი

შენიშვნა: გამოსაცდელი ვადა გრძელდება 2 თვე.

ვაკანსიის განხილვა:

ვაკანსიის განხილვა მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილებით:

ვაკანსია გამოგზავნეთ მეილზე vacancy@zoomart.ge და მეილის სათაურში (Subject) მიუთითეთ "ბუღალტრის თანაშემწის პოზიცია". მეილს თან დაურთეთ CV ფოტოსურათით (სასურველია PDF ფორმატში).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე