სტაჟირებაზე საინფორმაციო ოფიცრის პოზიციაზე - გურჯაანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირებაზე საინფორმაციო ოფიცრის პოზიციაზე - გურჯაანი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 19 დეკ
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" გურჯაანის ფილიალი აცხადებს კონკურსს ანაზღაურებად სტაჟირებაზე საინფორმაციო ოფიცრის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გურჯაანი

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი გადამისამართება ან მომსახურება
** რიგის ნომრის მინიჭება
** რიგის განტვირთვის მონიტორინგი
** გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა
** ბანკის მომხმარებლებისთვის კონკრეტული საოპერაციო პროდუქტების  შეთავაზება/გაყიდვა დადგენილი წესებისა და ფორმატის გათვალისწინებით
** ყოველთვიური გეგმების შესრულება
** ახალი კლიენტების მოზიდვა
** მომხმარებლის ინფორმირება სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ
** არსებულ საბანკო პროგრამაში მუშაობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

უნარები:

** გაყიდვების უნარის მქონე
** თავაზიანი და აქტიური
** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარის მქონე
** მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://vacancy.vtb.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე