ვებ ბანერების გრაფიკული დიზაინერი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვებ ბანერების გრაფიკული დიზაინერი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აიტი ბიზნეს გრუპ
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 21 იან
ევროპულ-ქართული კომპანია "აიტი ბიზნეს გრუპ" ოფიციალურად და ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში, კომპანიას რომელიც ევროპულ ინფორმაციულ ტექნოლოგიების ბაზარზე მოღვაწეობს 2012 წლიდან.

კომპანია "აიტი ბიზნეს გრუპ "აცხადებს ვაკანსიებს:

1. ვებ ბანერების გრაფიკული დიზაინერი:

** გრაფიკული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (Photoshop, ქორელი)
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წლიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კომპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება
** ვებ ბანერების დიზაინების მომზადება
** სოციალური მედიისთვის GIF -ების დამზადება
** სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება
** სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითი, კრეატიული ხედვა და სხარტი აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მოტივირებულობა და ორგანიზებულობა
** პუნქტუალობა
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით

2. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია/მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება
** ყოველდღიური ვიზიტები ობიექტებზე, რესტორნებში, კაფეებში, კლუბებში, ლაუნჩ ბარებში და ა.შ
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი
** გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა

პიროვნული მახასიათებლები:

** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი
** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** გამართული და დახვეწილი მეტყველება
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

საგამოცდო პერიოდი: 1 თვე.
საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ კი ანაზღაურება 1200 ლარი +(ბონუსი)
ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@itbg.ge 2019 წლის 21 იანვრამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე