მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ლომბარდი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
ლომბარდს ესაჭიროება მოლარე-ოპერატორი.

სამუშაოს ტიპი: სრული (24 საათი სამ დღეში ერთხელ)
შრომის ანაზღაურება: 600-700 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ლომბარდში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
** უზრუნველყოფის შეფასება;
** ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
** მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
** კრედიტის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
** ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში ლომბარდის მენეჯერის ფუნქციების შეთავსება.

მოთხოვნები:

** ასაკობრივი ზღვარი: 22-დან 33 წლამდე
** სასურველია ლომბარდი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია/ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (ნამუშევარი სალაროსთან)/ბანკი (ნამუშევარი სალაროსთან)/ტექნიკის მაღაზიაში (ტექნიკაში უნდა ერკვეოდეს).
** იმ აპლიკანტებს, ვინც კარგად ერკვევა ტექნიკაში, მიენიჭებათ უპირატესობა (კერძოდ: ტელეფონები, ლეპტოპები, კომპიუტერები და ა.შ.) რაიმე პროფესიიდან გამომდინარე.
** გამოცდილების არ მქონე პირებს უნდა გააჩნდეს: ლოგიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ათვისების კარგი უნარი, მონდომება/მოტივაცია.
** კანდიდატს (გოგოს/ბიჭს) უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი, მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული.
** ენები: ქართული (კარგად) ინგლისური და რუსული (საშუალო დონეზე).

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** საქმისადმი პატივისცემა
** მონდომებულობა
** სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა

წარსადგენი დოკუმენტაცია: CV კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად (სრულყოფილად შევსებული) გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე iosebaxalbedashvili@gmail.com

ვაკანსიის გაცნობის შემდეგ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ მობილურზე 558 15 67 22.

ლომბარდების ქსელი არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომლები.

ვაკანსიაზე განიხილება გამოცდილი/გამოუცდელი კადრები რომელთა გადამზადებაც მოხდება ადგილზე, შეირჩევიან მოტივირებული და მონდომებული კადრები, რომელთაც ესაჭიროებათ სტაბილური სამსახური!

დამატებითი ინფორმაცია:

** დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
** კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
** დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.
** დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე