იურისტი/სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი/სტაჟირება
მომწოდებელი: პირადი იურისტი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
იურიდიული კომპანია "პირადი იურისტი" აცხადებს სტაჟირების პროგრამას იურისტებისათვის.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლების და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიება;
** საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** მუშაობის პროცესში იურისტების ასისტირება, კერძოდ, საჭირო კანონმდებლობის, დოკუმენტაციის და სხვა მასალების მოძიება, შესასრულებელი სამუშაოს გადანაწილება კომპეტენციის ფარგლებში და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამართლის ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მინიმუმ ერთი უცხო ენის სრულყოფილად ფლობა;
** იურისტად მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების, დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** გამართული მეტყველების, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.-ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@privatelawyer.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე