ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: West East Travel
გამოქვეყნდა: 4 დეკ / განახლდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
შპს "ვესტ-ისტ თრაველ" (KTM Team Georgia) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი.
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში.
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, კონტროლი და პროგრამაში ასახვა.
** ხელფასების აღრიცხვა და კონტროლი, პროგრამაში ასახვა.
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება.
** ბუღალტრული რეპორტების მომზადება, სხვადასხვა სახით.
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ბუღალტრული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (სასურველია ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამასთან (FINA) მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი;
** მოწესრიგებულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და წარდგენის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება.
** პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 1200 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტო სურათით გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: 891255999@mail.ru და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი". გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით - წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული რეზიუმე არ განიხილება.

ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე