ინვენტარიზაციის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინვენტარიზაციის მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
ავეჯის აქსესუარებისა და მასალების კომპანია შპს "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის მენეჯერის პოზიციებზე ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობებში შემოსული საქონლის პროგრამაში ასახვა;
** საწყობის ოპერატორების გაკონტროლება მიღებული ნაშთების დროულ ასახვაზე;
** ინფორმაციის მიმოცვლა საწყობის ოპერატორებთან;
** საწყობებში რეგულარული ინვენტარიზაციის წარმოება საწყობის მენეჯერებთან ერთად;
** საწყობის ნაშთების ბუღალტრულ ნაშთებთან შედარება და გასწორება;
** აღწერების საფუძველზე გამოვლენილი სხვაობების ანალიზი;
** მატერიალურად პასუხისმგებელ პირებსა და ადმინისტრაციაზე ინვენტარიზაციის შედეგების წარდგენა;
** მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე დანაკლისის დაწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** ანგარიშგების წარდგენა ადმინისტრაციასთან მოთხოვნის შესაბამისად.

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სწრაფ და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მათემატიკური ანალიზის უნარი.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათით მისამართზე: Inezakhinikadze@gmail.com და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე