ონლაინ გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ონლაინ გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: Mag.ge
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ
დინამიურად მზარდი ინტერნეტ მაღაზია "mag.ge" აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ონლაინ უნივერმაღი "Mag.ge" ჩვენი გუნდის ცოდნის, გამოცდილების და თანამედროვე სამყაროში ორიენტაციის უნარის სინთეზია. ჩვენი ინტერნეტ მაღაზია მომხმარებლებს სთავაზობს, სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში, შეარჩიოს მათთვის სასურველი ნივთი, ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით, ონლაინ განვადებით და უფასო ადგილზე მიტანის სერვისით.

ჩვენ ვეძებთ ინტერნეტ გაყიდვების ოპერატორს, რომელიც განახორციელებს მომხმარებლების კონსულტაციას სასურველი ნივთის შეძენაზე, უპასუხებს ჩათს და სატელეფონო ზარებს და რაც მთავარია გააკონტროლებს შეძენილი ნივთის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოისაზრება შაბათს მუშაობაც. სამუშაო გრაფიკი - როგორც სრული ასევე ნახევარ განაკვეთზე. სწავლასთან შეთავსების შესაძლებლობა.
** ზრდის და განვითარების შესაძლებლობა.
** საქმეს ადგილზე შეგასწავლით.

ძირითადი მოვალეობები:

** საიტზე არსებული გაყიდვების ადმინისტრირება.
** ონლაინ ჩათში, სოციალურ მედიაში მომხმარებლებთან კონტაქტი.
** სატელეფონო ზარებზე პასუხის.
** შეძენილი ნივთის მომხმარებლამდე მიწოდების კონტროლი.
** მომხმარებლების დახმარება საბანკო განვადების განაცხადების შევსებაში.
** საიტზე პროდუქციის აღწერის და სურათების განთავსება.
** ვებ გვერდზე ძველი პროდუქციის ცვლილება და შესწორება.
** რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული: მართლწერა;
** ინგლისური ენის ცოდნა მცირე ზომის ტექსტების გამართულად გადასათარგმნად.
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული + გამომუშავებით

კომპანიის შესახებ:

ჩვენი ვებ გვერდი: https://mag.ge

ოფისი განთავსებულია მაღლივ კორპუსთან, ჯიქიას ქუჩაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@mag.ge 2018 წლის 31 დეკემბრამდე გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე