აგრონომი, გაყიდვების კონსულტანტი - გორი, ქარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აგრონომი, გაყიდვების კონსულტანტი - გორი, ქარელი
მომწოდებელი: აგრო ეფექტი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
მაღაზიათა ქსელი "აგრო ეფექტი", რომლის საქმიანობის სფეროა: აგროქიმიკატების იმპორტი, მცენარეთა დაცვის საშუალებების, სხვა აგროქიმიური პროდუქტების და ასევე აგროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, აცხადებს ვაკანსიას აგრონომისა და გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე გორისა და ქარელის ფილიალებში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** პროდუქციის შეძენისას კლიენტს გაუწიოს სათანადო კონსულტაცია.
** სრულყოფილად შეისწავლოს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია: წარმომავლობა, შემცველი ნივთიერებები. (შესწავლა შესაძლებელია ასევე ჩვენს მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე).
** სტანდარტების მიხედვით ყურადღება მიაქციოს თაროებზე პროდუქციის განთავსებასა და მარკირებას.

ძირითადი მოთხოვნები:

ვაკანსია განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისათვის. სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, კერძოდ აგრო სფეროში. თუმცა როგორც აღვნიშნეთ ადგილზევე მოხდება დატრენინგებაც.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური,
** პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი, მოტივირებული და ორგანიზებული.

ანაზღაურება: პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში ანაზღაურება იქნება 400-800 ლარამდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით 2018 წლის 30 დეკემბრამდე, შემდეგ მისამართზე: agrotechnoplus@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 599 07 30 31; (0370) 22 80 90.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე