მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტი - რეგიონები
მომწოდებელი: ასოციაცია ანიკა
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 12 დეკ
ასოციაცია "ანიკა" აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ზესტაფონი, ბაღდათი, ზუგდიდი, სენაკი, მცხეთა, საგურამო, ახალციხე, ადიგენი
სტატუსი: საათობრივი ანაზღაურება

ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. ასოციაციის შემოსავლის წყარო არის გრანტები, სახელმწიფო პროგრამები, სოციალური მეწარმეობა, შემოწირულობები.

პროექტი "კომპეტენციები დასაქმებისთვის" ხორციელდება ასოციაცია "ანიკა"-ს, მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან - "World Vision საქართველოსა" და "საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან" ერთად და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ "ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის" (EU4YOUTH) პროგრამის ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმებისუნარიანობის ზრდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოთხი რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი) ცხრა მუნიციპალიტეტში: ქუთაისი, ზესტაფონი, ბაღდათი, ზუგდიდი, სენაკი, მცხეთა, საგურამო, ახალციხე, ადიგენი.

პოზიციის მიზანი:

აღნიშნული პოზიციის მიზანია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით აგრარულ და აგრო-ტურისტულ სექტორში მოღვაწე კერძო კომპანიების იდენტიფიკაცია, კერძო და საჯარო პარტნიორობის დამყარება პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო კომპანიებს შორის და  სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩართვის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** საჭიროებების/შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება;
** შესაბამის მუნიციპალიტეტში აგრარულ და აგრო-ტურისტულ სექტორში მოღვაწე კერძო კომპანიების იდენტიფიცირება და თანამშრომლობის დამყარება;
** შესაბამის მუნიციპალიტეტში მოქმედი პროფესიული სასწავლებლების იდენტიფიცირება და თანამშრომლობის დამყარება;
** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამებში  შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების ჩართვის უზრუნველყოფა;
** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამებში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამებში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების დახმარება დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში;
** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამებში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების დახმარება პოტენციურ დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების წარმოებაში;
** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამებში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა დასაქმების შემდეგ;
** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართული კერძო კომპანიების ინსტრუქტორების მხარდაჭერა.

პოზიციისთვის სასურველი უნარები და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში (Social Work) ან მომიჯნავე სფეროში;
** სოციალურ ან ახალგაზრდულ მუშაკად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის ცოდნა;
** ადგილობრივ თემთან მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი (MS Office Suite; E-mail and Internet).

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: anikavacancy@gmail.com და ელფოსტის "Subject Line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Association Anika - Job Coach - Regions". ასევე, თქვენი რეზიუმე უნდა მოიცავდეს 2 რეკომენდატორის სახელს, გვარს, პოზიციასა და ტელეფონის ნომერს.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 12 დეკემბერი, 2018 წელი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე