პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეონეთი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ
საკომუნიკაციო კომპანია "ჯეონეთი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო
** სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00-მდე (შესვენება 1 საათი)
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე ანაზღაურებადი
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი პროექტებიდან

მოვალეობები:

** სამიზნე ორგანიზაციებზე მონაცემთა ბაზების შედგენა და ინფორმაციის აღრიცხვა შიდა მართვის ERP სისტემაში
** ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების შესაბამისად პროექტების მომზადება
** პროექტების მსვლელობის კოორდინირება/მეთვალყურეობა დაწყებიდან დასრულებამდე
** კვირაში ერთჯერ ანგარიშის მომზადება განხორციელებულ აქტივობებზე და შედეგებზე
** საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და ტენდენციების მუდმივი შესწავლა.

მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებში და დაინტერესებული იყოს საკომუნიკაციო სფეროში მიმდინარე მოვლენებით
** კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
** Excel, Word, Outlook, PowerPoint პროგრამების ცოდნა
** აზრის გასაგებად გადმოცემის უნარი, როგორც ვერბალურად, ასევე წერილობით
** დროის მართვის, საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების კარგი უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება
** CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 31 დეკემბრამდე გამოგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი CV ელფოსტაზე: hr@geonet.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე