ფილიალის მენეჯერი, სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფილიალის მენეჯერი, სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე:

1. ფილიალის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
** მომსახურების პრინციპების ცოდნა;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი;
** მაღაზიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** მაღაზიის დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესის მიხედვით;
** დადგენილი რეჟიმით მაღაზიის მუშაობის უზრუნველყოფა.
** დროული მომზადება და წარდგენა დოკუმენტებისა(შრომის განაწილების განრიგი, თანამშრომლების წარდგენა საჯარიმოდ/პრემიისთვის), რომლებიც საჭიროა ხელფასების გაანგარიშებისათვის.
** ფინანსური დოკუმენტების დროული მომზადებისა და წარდგენის უზრუნველყოფა.
** მაღაზიაში არსებული ტექნიკისა და მუშაობისათვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობების გამართულობის კონტროლი და მათი გაუმართაობის აღმოფხვრის ორგანიზება.
** დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოება და წარდგენა ხელმძღვანელი პირების წინაშე.

2. სოციალური მედიის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და გამყარებაზე ზრუნვა.
** ფბ-ის და საიტის ადმინისტრირება
** ახალი ობიექტების გახსნისათვის სარეკლამო საკითხების სრული ციკლის ორგანიზება/შესრულება.
** სოციალურ მედიაში კომპანიის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე;
** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** კონკურენტული გარემოს შესწავლა, კვლევების წარმოება, ანალიზი;
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება, სარეკლამო ღონისძიებების საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
** მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სარეკლამო, მედია და კვლევით სააგენტოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge - ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე