მოლარე, კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე, კონსულტანტი - ქუთაისი
მომწოდებელი: დეილი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
შპს "დეილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარისა და კონსულტანტის პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი.

1. კონსულტანტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი, სწრაფი და ეფექტური მომსახურება
** დაქვემდებარებაში არსებულ სექციაზე პროდუქციის დანაკლისის შევსებაზე ზრუნვა
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** უკონფლიქტობა
** მოწესრიგებულობა.

2. მოლარე

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი და ეფექტური მომსახურება
** სალარო ოპერაციების წარმოება
** სალაროს მიმდებარედ განთავსებული პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა
** სალაროს მიმდებარედ არსებული პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისათვის, მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** 1C-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ენერგიულობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გადმოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: daily.hr@spar-georgia.com და "Subject" ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობა - "კონსულტანტი - ქუთაისი" , ან "მოლარე - ქუთაისი", ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 282864.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე