გარემოს დაცვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გარემოს დაცვის სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 21 დეკ
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000240
ადგილმდებარეობა: თბილისი. სათაო ოფისი
კატეგორია: უსაფრთხოება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი გარემოს დაცვის სფეროში.
განათლება: ხარისხი: პროფესიული; ბაკალავრი.

ენები

** ქართული - დამწყები
** ინგლისური - კარგი

უნარები

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** წერითი კომუნიკაციის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი

დამატებითი მოთხოვნები

** სასურველია პროფესიული განათლება შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაში;
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების დაცვის, გარემოს დაცვის ან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების სერთიფიკატი (მაგ: NEBOSH, IOSH, ILO);
** შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მოქმედი რეგულაციების, სტანდარტების და საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** სასურველია ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა
** MS Office-ის კარგი ცოდნა.

სამუშაოს აღწერა

** გარემოს დაცვის პოლიტიკის, პროცედურებისა და პროგრამების შემუშავებაში ჩართულობა, დანერგვა და მხარდაჭერა;
** შესაბამისი რეგულაციების გადახედვა და დოკუმენტაციის რეგულარული განახლება კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით;
** თანაბარი მონაწილეობა დასაქმებულებთან ერთად საფრთხეების იდენტიფიცირებაში, რისკების შეფასებასა და საკონტროლო ღონისძიებების გატარებაში;
** ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის, პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდების და უსაფრთხოების სხვა მოწყობილობებისათვის საჭირო ადგილების განსაზღვრა, მოწყობა და პერიოდული შემოწმება;
** სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადებებისა და საშიში შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება;
** საჭიროების შემთხვევაში, პირველადი/მიმდინარე/რიგგარეშე ტრენინგების ჩატარება შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაში;
** გარემოს დაცვის შიდა და გარე აუდიტის ჩატარება და შემარბილებელი/მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** წყლის გამოყენების სტატიკური ანგარიშგების ფორმის წარმოება;
** გაფრქვევების ელექტრონული ანგარიშგება;
** ნარჩენების განთავსება, მართვა და კონტროლი;
** ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
** გარემოსდაცვითი მონიტორინგის წარმოება და ანგარიშის მომზადება.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/240

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე