პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 25 დეკ
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნესისგან დავალების მიღება, სწორი ანალიზი, პროექტის შინაარსის განსაზღვრა, საჭირო სტრუქტურული ერთეულების ჩართვა და საბოლოო ამოცანის ჩამოყალიბება
** პროექტის action plan-ის ფორმირება, საჭირო სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმება და დამტკიცება
** პროექტის გეგმების შესრულების კონტროლი, საბაზისო ვარიანტის განახლება და მის საფუძველზე მიღწეული შედეგების მონიტორინგი, პროექტების დროულად შესრულების მართვა
** პროექტზე მომუშავე გუნდის ხელმძღვანელობა და მისთვის მოტივაციის შექმნა საჭიროების მიხედვით
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და ვადებთან დაკავშირებული საკითხების მაქსიმალურად სწრაფად რეგულირება
** პროექტის ფარგლებში თითოეულ დავალებაზე წინასწარ შეთანხმებული ვადების დაცვის კონტროლი
** ყოველკვირეული სტატუს რეპორტები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით
** ახალი და განვითარებადი ტექნოლოგიებისათვის, ასევე ამ კონკრეტული საქმიანობის სფეროში არსებული სხვადასხვა სიახლეების და მიღწევების კვალდაკვალ მიყოლა
** საჭიროების შემთხვევაში, მომწოდებლებთან, როგორც მესამე მხარეებთან, თანამშრომლობა გარე პროდუქტების წარმატებით მიღების უზრუნველსაყოფად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** პროექტების მართვის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება Waterfall ან სასურველია Agile მეთოდოლოგიით (მათ შორის ბიუჯეტის შედგენა, ხარჯების პროგნოზირება და ა.შ.)
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ ხუთი წელი (სასურველია საბანკო ან სადაზღვევო ბიზნესში)
** უცხოურ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება ექცევა excel-ის უმაღლეს დონეზე ცოდნას)
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** იდეის სწორად/გასაგებად გადმოცემა (ვერბალურად და წერილობით)
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვა
** პროცესების მათვა
** Multitasking
** ბიზნეს საჭიროებების სწორად ჩამოყალიბება
** პრეზენტაციის უნარი
** დროის მართვა
** დაგეგმვა და ორგანიზება
** დამოუკიდებლად მუშაობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პროექტის მენეჯერი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე