მსუბუქი ავტომობილების ექსპერტ-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მსუბუქი ავტომობილების ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
სს "თიბისი ლიზინგი" არის სს "თიბისი ბანკის" მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ლიდერი სალიზინგო კომპანია. ჩვენი პარტნიორები არიან მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა დახმარებითაც კომპანია ლიზინგით აფინანსებს დიდ და საშუალო კომპანიებს სხვადასხვა სექტორებიდან, მათ შორის ჯანდაცვის, სამშენებლო, მომსახურებასა და სატრანპორტო სფეროში.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანიას მსუბუქი ავტომობილების ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სახელფასო განაკვეთი: 600-800 ლარი (ხელზე) პლიუს ბონუსი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ავტომობილების ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში.
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
** სასურველია ავტომობილების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომანქანის ექსპერტიზა / შეფასება;
** ავტომობილების ბაზრის რეგულარული ანალიზი;
** კომპანიისთვის უზრუნველყოფის სახით შეთავაზებული ავტომობილის შეფასება და შესაბამისად საბაზრო ღირებულების გაანგარიშება;
** დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული ანგარიშგების და რაპორტინგის წარმოება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე