ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე:

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 500 ლარი

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Microsoft office ფლობა კარგ დონეზე (Excel, Word)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შემოსული მომხმარებლის გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში
** სატელეფონო ცენტრის მართვა (ზარების მიღება და შესაბამისი გადამისამართება)
** კორესპონდენციის მართვა
** საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა
** კომპანიის შიდა დოკუმენტაციის მართვა და ფაილინგი
** ბაზების კონტროლი

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების და დამახსოვრების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე