ტრენინგი - სახელშეკრულებო სამართალი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - სახელშეკრულებო სამართალი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
მომწოდებელი: იურისტთა უმაღლესი სკოლა
გამოქვეყნდა: 3 დეკ / განახლდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
"საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა" აცხადებს მიღებას სახელშეკრულებო სამართლის სერთიფიცირებულ კურსზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

თემატიკა:

** ხელშეკრულების ცნება;
** ხელშეკრულების სუბიექტები - პირთა სიმრავლე ურთიერთობებში, უფლება-უნარიანობისა და ქმედუნარიანობის საკითხები, წარმომადგენლობის ინსტიტუტი;
** სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი და მისი მოქმედების შეზღუდვის საფუძვლები;
** კონტრაჰირების იძულება;
** ხელშეკრულების ფორმის დადგენის მიზანი, კანონით ან ხელშეკრულების გათვალისწინებული დადგენილი ფორმის დაუცველობის სამართლებრივი შედეგები;
** ხელშეკრულების სტრუქტურა, მისი შედგენის წესი;
** ხელშეკრულების სახეები;
** ხელშეკრულების დადება - მოლაპარაკებების ეტაპი, წინარე ხელშეკრულება, ხელშეკრულების არსებითი პირობები, ოფერტი, აქცეპტი;
** ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;
** ხელშეკრულების პირობების განმარტება;
** მესამე პირების სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება;
** ქუჩაში დადებული ხელშეკრულება;
** ვალდებულების შესრულება; ვალდებულების შესრულების დრო, ადგილი, ხარისხი, სუბიექტები;
** ვალდებულების დარღვევა;
** ვალდებულების შესრულების ან დარღვევის მტკიცების შესაძლებლობები;
** ხელშეკრულების შეწყვეტა;
** ხელშეკრულების მოშლა, გასვლა;
** ხელშეკრულების მოშლისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგები;
** მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები;
** ზიანის ანაზღაურების საკითხები;
** კონკრეტული ხელშეკრულებები.

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს;
სრული კურსის საფასური 75 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი;

პირველი ლექცია ტარდება უფასოდ. მეთოდური ლიტერატურა გაიცემა უსასყიდლოდ. ჩაწერა ხდება წინასწარი რეგისტრაციით

თბილისი, რუსთაველის გამზირი #37, I სადარბაზო, IV სართული.
ტელეფონი: 2 99 08 59; 5 93 78 60 60;
ელ.ფოსტა: iuristtaumaglesiskola@yahoo.com

ქუთაისი, რუსთაველის ქ #71;
ტელეფონი: 0(431) 25 12 27; 5 92 23 80 80;
ელ.ფოსტა: iuristtaumaglesiskola@yahoo.com

ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ.35/32 (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში)
ტელ: 5 92 23 80 80
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე