კომერციული აგენტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კომერციული აგენტი - რუსთავი
მომწოდებელი: Chemicals Coating Trading
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" იტალიურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით აწარმოებს და ყიდის ხისა და მეტალის საღებავებს. კომპანია 2018 წელს იწყებს გაფართოებას. კანდიდატი იმუშავებს იტალიელ და ქართველ თანამშრომლებთან ერთად.

ვაკანსია: კომერციული აგენტი
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი, მაზნიაშვილის #2
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევი (13:00-13:30 შესვენება)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მომზადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ორგანიზება შესაბამის პროგრამაში;
** დოკუმენტაციის მონიტორინგი;
** შეხვედრების ორგანიზება მომხმარებლებთან;
** კლიენტებთან კომუნიკაცია როგორც პირდაპირ, ისე ელექტორნული ფოსტითა და ტელეფონით;
** საწყობისა და სათაო ოფისის ყოველდღიური შეკვეთების მიხედვით ინვენტარიზაციის ბაზის განახლება და მასთან დაკავშირებული საბუღალტრო საქმიანობის ორგანიზება;
** ქართველ მომწოდებლებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოება და შესაბამისი ბაზების მონიტორინგი (შეკვეთების ბრძანებების, შესაბამისი დოკუმენტაციის ორგანიზება);
** კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა და მათი ანალიზი;
** კონტროლი და ორგანიზება ყველა პროდუქციის (კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე);
** წარმოების გაკეთება "Excel"-ისა და პროგრამა "Oris"-ის გამოყენებით;
** კომპანიის პოლიტიკის, პროცედურებისა და სტანდარტების დაცვა;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს-ადმინისტრირება);
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Outlook, Word და ა.შ.);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ (მომიჯნავე) პოზიციაზე;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გავაზობთ:

** პირადი და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი;
** მუდმივი წინსვლის შესაძლებლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** გასაუბრება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@chemicalscoating.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე