რეგიონული გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონული გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Chemicals Coating Trading
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" დაარსდა თბილისში 2012 წელს. კომპანია პროდუქციას აწარმოებს ქალაქ რუსთავში და ყიდის ხის, მეტალის და კედლების ლაქ-საღებავებს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" 2018 წელს იწყებს გაფართოებას. კანდიდატი იმუშავებს იტალიელ და ქართველ თანამშრომლებთან ერთად. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მთელი საქართველოს მასშტაბით. გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას

ვაკანსია: რეგიონული გაყიდვების აგენტი
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 ორშაბათი - პარასკევი (13:00-14:00 შესვენება)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და შეხვედრების დაგეგმვა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის გამოყენების შესახებ ტრენინგების ჩატარება;
** გაყიდვების ზრდის პროცესისთვის მუდმივი ხელშეწყობა;
** ყოველი კვირის და თვის ბოლოს ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნეს-ადმინისტრირება, მარკეტინგი და ა.შ.)
** სულ მცირე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
** სასურველია საქარველოს ორგანული კანონის "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** კრეატიული აზროვნება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გავაზობთ:

** უფასო ტრენინგები ქართველი და იტალიელი სპეციალისტებისგან;
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
** პირადი და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი;
** მუდმივი წინსვლის შესაძლებლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** გასაუბრება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@chemicalscoating.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე