კონდიტერი - სააკაძის მოედანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონდიტერი - სააკაძის მოედანი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის მოედანი

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** ოპერატორისგან მიღებული შეკვეთის შესაბამისად , პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის მიღება, მომზადება;
** ბისკვიტების, კრემების და სხვა საკონდიტრო მასალების მომზადება;
** საკონდიტრო დანადგარებთან მუშაობა;
** სარეალიზაციო პროდუქციისთვის საბოლოო სახის მიცემა, გაფორმება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად მოვალეობებს შესაძლებელია დაემატოს სხვადასხვა, დამატებითი მოვალეობები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: Rdateshidze@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კონდიტერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე